დიმიტრი ხუნდაძე: 2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება

“2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამისთვის საკანონმდებლო ბაზა მზად არის.
ხუნდაძის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი შემადგენელი – სოციალური პენსია ანუ საბაზისო პენსია იქნება მზარდი, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაემატება.
”იმის მიუხედავად, რომ საპენსიო განაკვეთი 65%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში პენსია სექტემბრიდან 216 ლარი ხდება, პენსია ფაქტიურად არის შემწეობა და ჩვენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწრაფად უნდა გადავიდეთ. ამისათვის საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და ვფიქრობ, რომ 2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები