სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

სამგორის რაიონში 113 მისამართზე კორპუსების სახურავები და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. ახალი სახურავების მოწყობა 54 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები 13 კორპუსში მიმდინარეობს, ხოლო 2 მისამართზე დაგეგმილი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ახალი წყალსაწრეტი მილები 44 მისამართზე მოეწყო.
“ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას სამგორის რაიონში. 113 მისამართზე გამოიცვალა კორპუსის სახურავები და წყალსაწრეტი მილები. მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.
პროექტის ღირებულება 857 214 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები