თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ხელაშვილის, პეტრიწის, ფარნავაზის, დოლიძის, ჩიქოვანის, ბზვანელის და ქაფიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები