კოლხეთის ეროვნულ პარკში შშმ პირთათვის სათევზაო ადგილი მოეწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრში ახლადგახსნილი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა.
საგამოფენო დარბაზში ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი იხტიოფაუნის ნიმუშებს და მიიღონ ინფორმაცია კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი სათევზაო ადგილიც მოეწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული.
ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებასა და ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს სთავაზობს.
საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები