ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება

დღეს, ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, 9 აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანქტ-პეტერბურგის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე გამავალი ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე #1-დან #73-ის ჩათვლით და ვარციხის ქუჩაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები