აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ

აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებ-გვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას ეძლევა.
”ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს (მაგ.: არ დააჭირა შენახვის ღილაკს).
11 აგვისტოს, 18:00 საათზე, შეწყდება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას. შეგახსენებთ: საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები