ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ბათუმის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ქუჩაზე მთლიანად მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები და სამანქანო გზა.
აღნიშნულ ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო განხორციელდა. მოიჭრა ასფალტის დაზიანებული ფენა, როგორც საგზაო მონაკვეთზე, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე. კონტრაქტორმა კომპანიამ ქუჩაზე არსებული ჭები გზის ნიშნულამდე მიიყვანა, რის შემდეგაც 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ ეტაპზე ლუბლიანს ქუჩა N11-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 33-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
დიდუბის რაიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები