ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებული განცხადებით, 8 აგვისტოს 22:00 საათიდან 9 აგვისტოს 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონში, ანაკლიის ქუჩის განშტოების ჭაში და ასევე კიევის ქუჩაზე არსებული ურდულების შეცვლის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: კიევის, მაზნიაშვილის, კ. აბაშიძის, ჩიქობავას, ბენაშვილის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, მამრაძის, როსტოვის, ყირიმის, გროზნოს, ფიროსმანის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, ლამის, თეთნულდის, 9 ძმის და ნინოშვილის ქუჩები, ცოტნე დადიანის ქ. 21/23 და ჭოროხის ქ. 6 (3000-მდე აბონენტი).
სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები