გმირებზე საუბრისას მინდია ჯანელიძემ ცრემლი ვერ შეიკავა (ვიდეო)

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ. საბჭოს ხელმძღვანელმა 2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირებზე საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა.
„სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნის აგრესიისგან დაცვა. დღეს სამწუხაროდ მათ საფლავებზე გვიწევს მისვლა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ისინი არიან გმირები, ისინი არიან საუკეთესო მამულიშვილები. ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ, როგორც მათ ხსოვნას, ასევე მათ ოჯახებს“,-განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები