„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ. ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს“ – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები