გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მალხაზ მჭედლიშვილთან და ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საკრებულოს წარმომადგენლებმა ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
„დღეს აქ მოსული თითოეული ადამიანი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიას, მაგრამ ამასთან სიამაყის გრძნობით აღსავსენი ვართ და ქედს ვუხრით სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. დღევანდელი დღე და მათი დაღვრილი სისხლი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართული გმირული სული გაუტეხავია.
ჩვენ ვალდებულები ვართ მათი სახელები უკვდავვყოთ, ეს კი მხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობით მიიღწევა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები