ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინებით შეამკო. 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი) დაიღუპა. „ აგვისტოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. სამწუხაროა, რომ ამ თარიღის აღნიშნვა ასეთი ახალგაზრდა ბიჭების საფლავებზე გვიწევს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოლომდე იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალიც მოინახულეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ომში დაღუპული ჯარისკაცის – თემურ ჭიტაძის ოჯახს ფულადი თანხა გადაურიცხა.
download (6) download (5)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები