თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ:
დიდუბის რაიონი:
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი:
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, შმიდტის, გოძიაშვილის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები