ილია მეორე: ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის

”რამდენი ლოცვა აღევლინა აქ წმინდა ნიკორწმინდაში, რამდენი სისხლი დაღვრილა, რამდენი ცრემლი დაღვრილა. და აი დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ტაძრის 1000 წლისთავს. ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვაზე განაცხადა.
ნიკორწმინდის შემდეგ, პატრიარქმა ამბროლაურში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აკურთხა.
”ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა კიდევ ერთი ტაძრის აშენების. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, -აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები