ბეშუმში ახალდაქორწინებულმა წყვილმა პრემიერისგან საჩუქრები მიიღო

ბეშუმში, ტრადიციისამებრ, დღესასწაულ შუამთობის ფარგლებში, მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალდაქორწინებულებს.
მათ სამახსოვრო საჩუქრები პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს. შუამთობის დღესასწაული ფოლკლორული კონცერტით დაიწყო და სპორტული შეჯიბრებებითა და დოღით გაგრძელდა. შუამთობის დღესასწაულს აჭარის სამუფთოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები