რეგიონული თანამშრომლობა შიდამუნიციპალური თანამშრომლობის გზით: ევროპული გამოცდილება და კავკასიური პერსპექტივა

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით საზაფხულო სკოლა: „რეგიონული თანამშრომლობა შიდამუნიციპალური თანამშრომლობის გზით: ევროპული გამოცდილება და კავკასიური პერსპექტივა“, – გაიხსნა.
როგორც „კვირას“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება უწყების მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძესთან, და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ – გიორგი ხუბუასთან ერთად გახსნა.
10-დღიანი საზაფხულო სკოლა გერმანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. სკოლის მუშაობის ფარგლებში განხილული იქნება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს შორის შიდამუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის პრობლემები, ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების და მეცნიერების ხელშეწყობის გზით, შიდა მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. ასევე, იმსჯელებენ ინფრასტრუქტურული პროქტებზე, სამი ქვეყნის კომპანიების ერთობლივ აქტივობებზე, ენერგომომარაგებისა და შიდარეგიონული ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები