ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება. 12472491_1021108504604397_7570711797008600410_n
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ფოკის მოსახლეობას პირველად მიეცემა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით.
ადგილობრივები ისარგებლებენ როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.
ბიბლიოთეკისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობას მიმდინარე წლის ივნისიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს.13895144_1021108517937729_2942702202290396879_n
აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.
ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შარშან ივლისში მიიღო, როცა იგი ფოკელ ახალგაზრდებსა და საკუთარ თანამშრომლებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა.
„ეთნიკურად სომეხ საქართველოს ამ ახალგაზრდა მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლის საოცარი მისწრაფება აქვთ, რაც მათი ნიჭის და ქართულის მასწავლებლის, ქალბატონი კლარა ფოცხვერაშვილის დამსახურებაა. ამიტომაც ჩვენ ამ ბავშვებს დავპირდით, რომ ამ მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოვუწყობდით, როგორიც უკვე შევიტანეთ 30-მდე ქართულ სოფელში ბოლო ოთხის წლის განმავლობაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
13925200_1021108147937766_5876706282204308414_n
13906764_1021108584604389_1441221831033922786_n
13886502_1021108241271090_3041741498070656747_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები