ბორჯომის შემდეგ, სტიქიამ წაღვერში გადაინაცვალა

ბორჯომის შემდეგ, სტიქიამ წაღვერში გადაინაცვლა.
რამდენიმე წუთის წინ, წაღვერში ძლიერი წვიმა მოვიდა. დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო. წვიმდა ბორჯომშიც. თუმცა ქალაქში ამ დროისთვის ნალექი აღარ არის. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები შეშინდნენ და გაწვიმებისთანავე დატოვეს ბორჯომის ცენტრალური პარკის ის ნაწილი, რომელიც დღეს გაიხსნა.
სინოპტიკოსები რეგიონში არამდგრად ამინდებს 8 აგვისტომდე ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა რეგიონში პრობლემები გუშინ ღამით შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით ბორჯომის ცენტრალური პარკი დააზიანა. თუმცა, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ბორჯომის ცენტრალური პარკი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები