რეინჯერები სტიქიის ზონაში

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ ისტორიული პარკი და საცხოვრებელი სახლები დააზიანა ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.
ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ღამის განმავლობაში ქარბორბალასა და მეწყერის მიერ მოგლეჯილი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით ჩაკეტილი პარკის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდნენ. სტიქიის შედეგად მოტეხილია რამდენიმე ასობით ხე, ჩაიხერგა ე.წ პლატოს გზებიც. ადგილზე რჩებიან გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც. ამ დროისთვის აღნიშნული ტერიტორიები მთლიანად გაწმენდილია.
გუბერნატორის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი შეიქმნა. რეგიონში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია, ყველა საგზაო ტექნიკა. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ქარის შკვალური გაძლიერება და ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები