დიდ ლილოში ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაიწვა

დიდ ლილოში ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაიწვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილი დასახლებული არ არის, შესაბამისად, მატერიალური ზარალი არ არის.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დამწვარია მხოლოდ ბუჩქები და საბურავები. ცეცხლი, სავარაუდოდ, მაღაზიების ტერიტორიაზე გაჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები