დღის განმავლობაში ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება

ბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. კომაპნია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური საგანგებო ვითარებაში მუშაობას განაგრძობს.
წუხელ ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რამაც გამოიწვია ბორჯომში 6 000-ზე მეტი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა. მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები.
ბორჯომში იმყოფება კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას. ტექნიკური ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მხოლოდ 1000 აბონენტი. „ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება“,- ნათქვამია „ენერგო-პროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები