თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნული გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც „კვირას“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს.
გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება: სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პანკისის, დოლიძის, ბალანჩივაძის და ზურაბ ქაფიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები