შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომში მინდია ჯანელიძე გაემგზავრა

სტიქიის გამო ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე გაემგზავრა. ჯანელიძესთან ერთად ბორჯომში ჩავლენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
დღეს ბორჯომში სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. საჭირო გახდა მოქალაქეების ევაკუაციაც. ასევე ჩაიხერგა ბორჯომ-ხარაგაულის ცენტრალური გზა. გზის მეორე მხარეს დარჩენილი 50-მდე მგზავრის გადმოყვანა კი მაშველებმა შეძლეს. ბორჯომში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის. შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებას აკონტროლებს, შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისიაც.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ბორჯომში წვიმამ გადაიღო. რეაგირება კი 170-მდე შეტყობინებაზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები