ბორჯომში ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ბორჯომში ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ყველა მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს. ამასთან, ახალციხიდან ბორჯომში დამატებითი სამაშველო ბრიგადები და სპეცტექნიკა გაიგზავნა. მაშველები, ძირითადად, გზების გაწმენდისა და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს აწარმოებენ. ბორჯომში და ბორჯომის რაიონის რამდენიმე სოფელში დღეს სტიქიამ, წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო ბორჯომის ეროვნული პარკიდან. ჩაიხერგა სოფლებამდე მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. შექმნილია სპეციალური შტაბი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის ხელმძღვანელობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები