სტიქია ბორჯომში – განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ბორჯომში ძლიერმა სტიქიამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ადგილობრივთა განცხადებით, სეტყვა რაიონში დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

ქალაქში შექმნილია შტაბი, ტექნიკა გამოყვანილია, – როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია.
ქალაქ ბორჯომში სანიაღვრეებმა მთლიანად გაატარა წყალი და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში, თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა და ამ ადგილიდან ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ხდება ხალხის გამოყვანა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია.  სატყეო დეპარტამენტი და პოლიცია აქტიურად მუშაობს. წაღვერშიც იყო დიდი სტიქია, იქაც 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და გზები იწმინდება. ვიმედოვნებთ, წაღვერის მაგისტრალი, რომელიც უკავშირდება ბაკურიანს, ძალიან მალე გაიხსნება”, – განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, სეტყვა დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ”სეტყვა ძლიერ ნალექთან ერთად დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ელექტროენერგია ქალაქსა და სოფლებში არ არის და გვპირდებიან, რომ ეტაპობრივად აღდგება. ყველა სამსახური მობილიზებულია”, – აღნიშნა ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები