მიხეილ ჯანელიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, მიხეილ ჯანელიძემ ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები