რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაციას საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი დაესწრება

დღეს, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II, ქალაქ ამბროლაურს ესტუმრა.
6 აგვისტოს, 09:00 საათზე, ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიის კურთხევაა დაგეგმილი, სადაც 13:00 საათზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის.
ამავე დღეს, 18:00 საათზე, ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.
საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, 14:00 საათზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, 19:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით ქალაქ ამბროლაურში დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები: ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), გიორგი გაგნიძე (ბარიტონი), ბადრი მაისურაძე (ტენორი), რამაზ ჩიკვილაძე (ბანი), თეონა დვალი (სოპრანო), ანზორ ხიდაშელი (ტენორი), მარიამ როინიშვილი (სოპრანო),ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.
შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები, ასევე, ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საღამოს გაუძღვებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. გალაკონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოს, ნიკორწმინდის ეპარქიის, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
13942381_1341242395905732_699721107_n (1) 13900656_1341242315905740_2145096325_n 13942157_1341242235905748_2075990176_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები