წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება

წყალტუბოში, 2016 წლის ბოლოს, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის ადგილი მოინახულა.
სოზარ სუბარი წყალტუბოში, ერისთავის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა. ერისთავის ქუჩაზე არსებულ ობიექტს კერძო მესაკუთრე ჰყავდა, კომპანიამ შენობა, სადაც 49 დევნილი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უკვე დაიწყო საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი და უახლოეს მომავალში 49 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები