დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოხალისეების განაცხადების მიღებას იწყებს

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-ს მხარდაჭერით, იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას.
სამინისტროს ინფორმაციით, კამპანია გულისხმობს, დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხოეციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული საარსებო წყაროების შექმნისკენ მიმართული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დევნილებში.
კამპანია ტარდება მოხალისეთა აქტიური ჩართულობის საფუძველზე. შერჩეული მოხალისეები კარდაკარის პრინციპით გაავრცელებენ ინფორმაციას დევნილთა ჩასახლებებში.
მოხალისეების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
18-29 წლამდე; სტუდენტი ან კურსდამთავრებული; უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე აპლიკანტს; უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე აპლიკანტს (100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები).
მუშაობის პერიოდში მოხალისეებს კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები აუნაზღაურდებათ.
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შევსება შესაძლებელია სააგენტოს ვებგვერდზე – http://livelihood.gov.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 აგვისტოა.
საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, მოხალისეებს კამპანიაში მონაწილის სერტიფიკატები გადაეცემათ. კამპანია სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები