კასპში 64 წლის ქალმა დამწვრობა მიიღო

კასპში 64 წლის ქალბატონმა, რომელსაც ადუღებული რძე გადაესხა, სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე თერმული დამწვრობა მიიღო.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ 64 წლის ქალბატონს გულ-მკერდი და ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული.
როგორც „კვირას“ რეგიონულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, პაციენტი გადაყვანილია სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ კასპის საავადმყოფოში. შემთხვევა კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები