ლევან დავითაშვილი Eurofish-ის დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მეთევზეობის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (Eurofish) დირექტორს, იანა აფანასიევას შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მეთევზეობის განვითარების პოტენციალზე და ყურადღება აკვაკულტურის, როგორც დარგის განვითარების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დეტალურად ისაუბრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.
იანა აფანასიევამ საქართველოში აკვაკულტურის განვითარების პოტენციალი დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მეთევზეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. მეთევზეობის დარგში თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები