ქვემო ფონიჭალაში ბულვარი განახლდება

ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ, არსებული ბულვარი განახლდება.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ბულვარის ესკიზები მოსახლეობას კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ბექა ნაცვლიშვილმა გააცნეს.
ბულვარში მოეწყობა ახალი დეკორატიული განათება და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, განთავსდება ტრენაჟორები. სავალი ნაწილი კაუჩუკის საფარით დაიფარება.
პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება და სარწყავი სისტემის დამონტაჟება. ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები