დავით სერგეენკო: სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს

„დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება. დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, არსებულ პასუხისმგებელ ფარმაცევტს, ექნება ვალდებულება, რომ გააკონრტოლოს წამლის გაცემის პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს სერიოზული დარტმა მიადგა, შემცირებულია 95 %-ით, თუმცა პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა.
მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს.
“წინა მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზენტაციები იყო იმის დამტკიცება, რაც დღეს დამტკიცდა. რეალობა შეიცვლება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არ ვიცი, რამდენად საბოლოო იქნება, ვინაიდან შემდგომი ორი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ალბათ შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზების საშუალება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები