ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა

Black Sea Arena-ზე ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„4-ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებელი 10:25 საათზე გავა და ურეკში 14:51 საათზე ჩავა. 7 აგვისტოს, 02:00 საათზე, ურეკიდან გამოვა და ქ. თბილისში 06:20 ჩამოვა. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ“, – ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები