დღეს დიღმის მასივს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დიღმის მასივს დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “კვირას” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, 06:00 სთ-დან, დიღმის მასივში, უნივერსამის მიმდებარე ტერიტორიაზე საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება საცხოვრებელ კორპუსებსა და კომერციულ ობიექტებს: დიღმის მასივის 1, 2, 3, 4, 5, 6 კვარტლები, ბაქრაძის ქ. 15, რობაქიძის ქ. 7, მიქელაძის ქ. 7, ახმეტელის, ჩალაძის, ბელიაშვილის და მარშალ გელოვანის ქუჩების დაახლოებით 11500 აბონენტს.
სამუშაოების დასრულებისთანავე გაზმომარაგების აღდგენა დღეს 16:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები