თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, დმანისის, ერისთავის და მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების და ამირეჯიბის ქუჩაზე.
ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეეზღუდება გლდანის რაიონს, კონკრეტულად კი გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელეტრომომარაგება შეეზღუდება, საბურთალოს რაიონის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ახალციხელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე, ელქტრომომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონის ბეთლემის, გომის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები