ძლიერი წვიმა და საცობი თბილისში – სამაშველო სამსახურში 10 -მდე ზარი დაფიქსირდა (ვიდეო)

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, ზოგიერთ უბნის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. თბილისის სხვადასხვა უბნიდან სამაშველო სამსახურში 10 -მდე ზარი დაფიქსირდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის მხრიდან გამოძახებები ძირითადად ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიიდან, ე.წ. ვორონცოვის მოედნიდან, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან და ელიას მთიდან დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ძველი თბილისის ტერიტორიაზე კი, წყალი სარდაფებში ჩავიდა.

წვიმამ და სეტყვამ დროებით შეაფერხა ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული იყო ავტომობილებს მოძრაობა.

დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისის რამდენიმე რაიონში ძლიერი წვიმა მოვიდა, რომელსაც სეტყვა ახლდა. ამ დროისათვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია.

https://www.youtube.com/watch?v=65prZn_iFW8&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები