თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კოსტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, 2 აგვისტოს,  23 საათიდან დაიწყება და 26 მაისის სახელობის მოედანზე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს “ენ სი სი” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები