ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ძეგლის დადგმა კი – 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ცნობილი პიროვნებებისთვის მემორიალური დაფის განთავსება გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო ძეგლის დადგმა 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცვლილება შევიდა დადგენილებაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
მხოლოდ ამ დაწესებული ვადების შემდეგ გადაწყდება პიროვნებისთვის ძეგლის თუ მემორიალური დაფის განთავსების საკითხი.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილმა განაცხადებით, თბილისის მერიასთან ერთი წელია არსებობს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები. აღნიშნული კომისია ცნობილი პიროვნებებისათვის დაფისა თუ ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავს.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობის პერიოდში გამოვლინდა საკითხები, რომელიც რეგულირებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები