სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელორუსიის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანია „ბიოკომ ტექნოლოგის“ დირექტორ გენადი გეცოლდისა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოში საქონლის საკვების წარმოებისა და რძის წარმოების გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
ნოდარ კერესელიძემ მეცხოველეობის დარგში ბელორუსიის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაში მეცხოველეობის დარგი პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა და თანამიმდევრულად ხორციელდება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი პროექტები.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, მათ შორის, ვეტერინარიის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ანგარიშს გაეცნენ.
„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს.
ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდებიან და მეცხოველეობის ფერმებს დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები