ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.
„ყველა პროცედურა გავლილია. ტიტანური შრომის და უსახსრობის პირობებში 225000 ხელმოწერა დამტკიცებულია. ცესკო-მ პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა დოკუმენტაცია, რათა 8 ოქტომბერს დაინიშნოს რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობა. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი აქტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მთელმა ერმა უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს ქართველი ერის მოთხოვნის გათვალისწინება. ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში!”, – წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
13933186_1192349030787588_1761553159_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები