თამბაქოს გარე რეკლამის აკრძალვა გარე რეკლამის ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს

გარე რეკლამის ინდუსტრია ცვლილებების მოლოდინშია. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, კანონად ქცევის შემთხვევაში, გარე რეკლამის კომპანიებს მნიშვნელოვან შემოსავლებს დააკარგვინებს და როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედი კომპანიების ნაწილი გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს.
საქმე ეხება თამბაქოს რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის პროდუქციის გარე რეკლამა სრულად იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ თამბაქის პროდუქციის რეკლამა საქართველოში ისედაც დიდი ხანია აკრძალულია, არ დაიშვება მისი სატელევიზიო და ინტერნეტ რეკლამა…
IDFI-ს კვლევის მიხედვით, გარე რეკლამის ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშეა – Alma, Outdoor.ge და Fertuna Media, თუმცა მათ გარდა ბაზარზე რამდენიმე პატარა კომპანიაა წარმოდგენილი.
როგორც CBW-თან საუბრისას დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, გარე რეკლამის ინდუსტრიის ძირითად შემოსავალს სწორედ თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის რეკლამიდან იღებს.
„ჩვენი შემოსავლების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55%, თამბაქოს პროდუქციის რეკლამაზე მოდის და ამ კანონპროექტის კანონად ქცევა პირდაპირპროპორციულად დაარტყამს ჩვენს ბიზნესს, ჩათვალეთ, რომ გარე რეკლამის ბიზნესი პირდაპირ მიბმულია თამბაქოს რეკლამაზე და თამბაქოს რეკლამა თუ აიკრძალა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იქნება გარე სარეკლამო კომპანიებისთვის, ასეთი კი საქართველოს მასშტაბით 12 კომპანიას აჭარბებს“, – განმარტავს კონსტანტინე ჭავჭანიძე.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები