მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომობილი აფეთქდა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მერსედესის მარკის ავტომობილი აფეთქდა. თვითმხილველთა განცხადებით, მანქანას ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა. ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა აფეთქებამდე მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, ისინი არ დაშავებულან.
ავტომანქანაში ჩამონტაჟებული იყო გაზის ბალონი, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა აფეთქების მიზეზი.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მეხანძრე მაშველი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.
ამ წუთებში მარშალ გელოვანის გამზირზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები