თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, დღეს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის და ისნის რაიონებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების II, IV მიკრორაიონების და აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების I და II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, თელავის, კობარეთის, ახმეტის, კასპის, დოესის, წერნაკის, ნოსირის, უბილავას, ავლიპ ზურაბაშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები