გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, მათ შორის, 8 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. დანარჩენ 72 მსჯავრდებულს, რომელთაგან 3  ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.
„2016 წლის 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე.
ზემოაღნიშნულ პერიოდში, შეწყალების საკითხთა კომისიის  მუშაობის შედეგად, 2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები