ირაკლი შიხიაშვილი – შესრულებული საქმეებით 4 წლის შემდეგ მე თქვენთან უნდა მომესვლებოდეს

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი შიხიაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ის უმთავრესი საკითხები მოისმინა, რომელთა გადაწყვეტაც დასახლებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, მოსახლეობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე სოციალური პირობები, ავარიული ბინები, ინფრასტრუქტურის განვითარება, სკვერებისა და სათამაშო მოედნების მოწყობა – რეაბილიტაცია მათთვის მთავარი საჭიროებაა.
შეხვედრისას, ირაკლი შიხიაშვილმა საკუთარ გეგმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საკმარისი გამოცდილება და შესაძლებლობა აქვს, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. 13900933_1085397451549170_25332350_n
“მოვდივარ საქმისთვის და არა სკამის დასაკავებლად. მაქვს საკმარისი გამოცდილება, შესაძლებლობა და ენერგია, რაც აუცილებლად დაგვეხმარება, ერთად მოვაგვაროთ თქვენთვის, სამგორელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები. ვიცი, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი და ისიც ვიცი, როგორ გავაკეთო, რომ შედეგი მივიღოთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც ადამიანს შევპირდი და არ შევასრულე. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებული საქმეებით 4 წლის შემდეგ მე თქვენთან უნდა მომესვლებოდეს. საკანონმდებლო ორგანო დეპუტატისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, ინიციატივები გაიტანოს და დაამტკიცოს. მეც სწორედ ამისთვის ვიბრძვი”, – მიმართა შეკრებილ მოსახლეობას ირაკლი შიხიაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მათი პრობლემების მოსასმენად მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები