აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში, ქალაქი იმიშლი იყო.
აზერბაიჯანის რეგიონში მიწისძვრა თბილისის დროით, 08:46 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები