პაატა იმნაძე: საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისი მტკიცებით, ყირიმ-კონგოს ცხელება უიშვიათესი დაავადებაა და წელიწადში რამდენიმე შემთხვევა ვლინდება.
როგორც იმნაძე ირწმუნება, აბსოლუტური ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში აღნიშნული ვირუსი ინტენსიურადაა გავრცელებული. „უიშვიათესი დაავადებაა, წელიწადში რამდენიმე შემთხვევა ხდება. საჭიროა მხოლოდ ტკიპებისგან თავის დაცვა. მეტი არაფერი. წავიდნენ იყიდონ ტკიპებისგან დამცავი, ე.წ დამაფრთხობლებირეფელენტები ეწოდება, წაისვან და იარონ სადაც უნდათ იქ. აბსოლუტური ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, ოფიციალურად გეუბნებით, რომ საქართველოში ეს ვირუსი ინტენსიურად არის გავრცელებული. აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის წარმოდგენილი. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, მსოფლიოში 40 პროცენტს აღემატება, საქართველოში კი დაახლოებით 10 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები