მუჯირიშვილის ქუჩის მოსახლეობა გამგეობას გზის შეკეთებას სთხოვს

თბილისის ისნის რაიონში მდებარე მუჯირიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, გზის შეკეთებას მოითხოვენ და გამგეობას მათ მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.  ​
როგორც „სითი კვირას“ მუჯირიშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განუმარტა, გამგეობაში შეტანილი განცხადებებისა და ხელმოწერების მიუხედავად, უკანასკნელი 10 წელია ამ გზის მდგომარეობა არ შეცვლილა. ძლიერი წვიმების დროს ქუჩაზე ნიაღვარი მოედინება, რის გამო ძველი ქვაფენილი იყრება და უზარმაზარი ორმოულები წარმოიქმნება.
მუჯირიშვილის ქუჩაზე სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ გამგეობის მხრიდან უყურადღებობა ამითაც არის განპირობებული.
„ამ ქუჩაზე დაახლოებით 4- 5 ოჯახი ვცხოვრობთ. როგორც ვხვდებით, ჩვენი ხმები არჩევნებში მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ აქ გზის გაკეთება მათთვის არ არის პრიორიტეტული. 10 წლის განმავლობაში ეს გზა არ გაკეთებულა. ირგვლივ აბსოლუტურად ყველა ქუჩა გააკეთეს, მუჯირიშვილის ქუჩა კი, რომელიც ძალიან პატარაა და სულ 100 – 150 მეტრის სიგრძისაა, ისევ საშინელ მდგომარეობაშია,“- აცხადებენ ადგილობრივები.

წყარო: www.city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები