საქართველო რუსეთში სულგუნის ექსპორტს გეგმავს

საქართველო რუსეთში სულგუნის ექსპორტს გეგმავს. ქართულმა მხარემ „როსსელხოზნადზორს“ ქართველი მწარმოებლების ინსპექტირების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. ამ საკითხზე მოლაპარაკება „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჩეკურაშვილს შორის მოსკოვში გაიმართა. ზურაბ ჩეკურაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების მხრივ არსებული სიტუაციით და ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქციის იმპორტის მხრივ ყველა საკითხის მოგვარების მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები